მედიკო

ალოხოლი #10ტ

1 ცალი

ალოხოლი ტაბლეტი შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: შედედებული ნაღველი მშრალ ნივთიერებაზე გაადაანგარიშებით _ 0,08გ, გამხმარი ნიორი _ 0,04გ, ჭინჭრის ფოთლები _ 0,005გ, გააქტივებული

ალოხოლი ტაბლეტი შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: შედედებული ნაღველი მშრალ ნივთიერებაზე გაადაანგარიშებით _ 0,08გ, გამხმარი ნიორი _ 0,04გ, ჭინჭრის ფოთლები _ 0,005გ, გააქტივებული ნახშირი-0,025გ; დამხმარე საშუალებები: მაგნიუმის ჟანგი, სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, ტიტანის ორჟანგი, ტალკი, ტროპეოლინ 0, ფუტკრის სანთელი, ვაზელინის ზეთი. ჩვენება: ალოხოლი ინიშნება ქრონიკული ქოლეცისტიტების, ქოლეცისტოჰეპატიტების, ქოლანგიტების, ნაღველის მომატებული ლიტოგენობის დროს, ნაწლავების ატონიით გამოწვეული ჩვეული ყაბზობის დროს. მიღება: მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 3-4 კვირის განმავლობაში. დაავადების გამწვავების პერიოდში ალოხოლს იღებენ 1 ტაბ. 2-3- ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2-3 ჯერ 3 თვიანი ინტერვალით. გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დიარეა. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მოხსნა. უკუჩვენებები: პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული ალერგიული რეაქციის, აგრეთვე მწვავე ჰეპატიტების, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე დისტროფიის, ობტურაციული სიყვითლის დროს. შენახვა: წელი მშრალ, გრილ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.