მედიკო

კონკორ კორ 2.5მგ #30ტ

2.5მგ

მოქმედი ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი- 2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი -5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი-10 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი ჩვენებები:

მოქმედი ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი- 2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი -5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი-10 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა. მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით. პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა - 1 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით. პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ. უკუჩვენებები: *კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ. სვ); *ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები); *პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა. *გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 10 მმ. ვწყ. სვ) დროს. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.